აგარელი მარიამ ლოქაბიძე თბილისში, ლოტკინის დასახელაბაში საცხოვრებელი სახლის აფეთქებისას, 24 სექტემბერს დაშავდა.
მძიმე დამწვრობით ის ამ დრომდე კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.
“სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა”, – უთხრეს “მოზაიკას”.
აფეთქების ფაქტზე შსს გამოძიებას აგრძელებს.
კომენტარები