ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გერმანიაში დრონებითშემოჭრის უკან რუსეთი დგას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მერცმა აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით, შაბათ-კვირას გერმანიის თავზე აღმოჩენილი დრონების უმეტესობის უკან რუსეთი დგას, მათ შორის, შესაძლოა, იმ დრონების უკანაც, რომლებმაც მიუნხენის აეროპორტში ათობით ფრენა შეაფერხა.
„ჩვენი ვარაუდით, ამ დრონების უმეტესობის უკან რუსეთი დგას“, – განაცხადა მერცმა.
მისივე თქმით, ევროპის საჰაერო სივრცეში შეჭრის სიხშირე უპრეცედენტო იყო ცივი ომის დროსთან შედარებითაც კი, თუმცა აღნიშნა, რომ აქამდე შემჩნეული არცერთი დრონი არ იყო შეიარაღებული და ყველა მათგანი სადაზვერვო ფრენებს ასრულებდა.
კომენტარები