რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ხერსონის რეგიონის დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინული მედიის თანახმად, ხერსონის ოლქის ქალაქ სტეპანოვკაში ავიადარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც 69 წლის ქალი დაიღუპა.
უკრაინული მედიის თანახმად, 69 წლის ადგილობრივმა მაცხოვრებელმა საკუთარ სახლში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
ასევე რუსეთის სამხედროების მიერ ნასროლი ჭურვი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ დაუდგინდათ დაჟეჟილობები, აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობები და თავის ქალის დახურული ტრავმები. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
პარალელურად, 5-6 ოქტომბრის ღამეს რუსმა სამხედროებმა ჩერნიგოვის ოლქის იჩნიანსკის რაიონში მდებარე ელექტროობიექტი დაბომბეს.
კომენტარები