ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან ორ წელიწადში, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ისრაელის უსაფრთხოების ძალების 1 152 წარმომადგენელი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ჯარისკაცები, პოლიციელები, „შინ ბეთის“ აგენტები და სამოქალაქო უსაფრთხოების ოფიცრები.
ისრაელის თავდაცვის უწყების მონაცემების თანახმად, მათი უმეტესობა ღაზის სექტორში, ლიბანსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მიმდინარე ბრძოლის დროს დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა დაახლოებით 42 პროცენტი 21 წლამდე ასაკის იყო. მათი უმეტესობა სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცები იყვნენ. 141 მათგანი 40 წელზე უფროსი ასაკის იყო.
კომენტარები