ისრაელმა შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა ტუნბერგის და ღაზის ფლოტილიის გემებზე მყოფი 171 პირის დეპორტაცია განახორციელა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
გამოცემის ცნობით, ღაზის მიმართულებით მიმავალ 40-ზე მეტ ხომალდზე სულ 470 ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც ისინი ისრაელმა შეაჩერა. ფლოტილიის შემადგენლობაში მყოფ ხომალდებზე მყოფი აქტივისტების ნაწილის დეპორტაცია ისრაელმა მანამდე განახორციელა. ისინი ამტკიცებენ, რომ ისრაელში დაკავების დროს მათ არასათანადოდ ეპყრობოდნენ.
საპასუხოდ, სოციალურ ქსელ „იქსში“ გამოქვეყნებულ ჩანაწერში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ბრალდება უარყო და აქტივისტებს ბრალი სიცურის გავრცელებაში დასდო.
ცნობისთვის, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გრეტა ტუნბერგი ცდილობს ღაზის სექტორში ხომალდით მოხვდეს. წინა შემთხვევაშიც ისრაელმა შვედი ეკოაქტივისტის დეპორტაცია განახორციელა. ისრაელის ინფორმაციით, 171 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა სლოვაკეთსა და საბერძნეთში. მათ შორის არიან იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.