პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს ეთანხმება და აცხადებს, რომ „ლელოს“ ხმები განახევრებულია.
არჩევნების შედეგებს დოლიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია კოალიციით მონაწილეობდა და საქართველოს მასშტაბით მიიღეს 182 922 ხმა. წელს კი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა „ლელო“, რომელმაც მხოლოდ 90 974 ხმა მიიღო.
„2025 წელი: ადგილობრივი არჩევნები
ფაქტი: №2
🟠ლელოს ხმები განახევრებულია
🟠კოალიციის ეფექტი.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კოალიცია ,,ძლიერმა საქართველომ”, რომლის ნაწილიც ვიყავით ჩვენ პარტია ,,ხალხისთვის”, საქართველოს მასშტაბით მივიღეთ 182 922 ხმა.
როგორც თქვენთვის ცნობილია, წელს თვითმმართველობს არჩევნებში მონაწილეობდა ,,ლელო”, რომელმაც მიიღო 90 974 ხმა.
#არჩევნები2025“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.