ეგვიპტეში ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მომლაპარაკებელი მხარეები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შედგენილ გეგმას განიხილავენ.
მოლაპარაკებები ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხში იმართება. დელეგაციები ტყვეებისა და მძევლების გათავისუფლების წინაპირობების შექმნას განიხილავენ.
ეგვიპტელი და კატარელი შუამავლები ორივე მხარესთან ტყვეებისა და მძევლების გაცვლის მექანიზმზე მუშაობენ, წერს The Times of Israel-ი.
კომენტარები