რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები და ღაზას სექტორში სიტუაციის დარეგულირება განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
„ვლადიმირ პუტინსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. დეტალურად განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული გეგმის კონტექსტში ღაზაში სიტუაციის ნორმალიზაცია“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისაუბრეს ირანის ბირთვული პროგრამისა და სირიაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
კომენტარები