საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის სიახლოვეს აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
როგორც მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, აფეთქების ხმა გაისმა იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც დღეს პოლიტიკური ლიდერები უნდა შეკრებილიყვნენ და საფრანგეთში არსებულ კრიზისზე ემსჯელათ.
მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ იქვე მდგარ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურები.
კომენტარები