აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ღაზაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებს დღეს შეუერთდებიან.
მოლაპარაკებები ეგვიპტეში გუშინ დაიწყო, მასში ისრაელისა და „ჰამასის“ წარმომადგენლები მონაწილეობენ. დონალდ ტრამპი მიმდინარე პროცესს დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, „არსებობს შესაძლებლობა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დამყარდეს“.
მხარეები ტრამპის მიერ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმას განიხილავენ, რომელიც ანკლავიდან ისრაელის ჯარის გაყვანას და დაჯგუფების მიერ ყველა მძევლის გათავისუფლებას გულისხმობს.
ტრამპმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი გეგმას „ჰამასი“ დათანხმდა.
კომენტარები