ეკვადორის პრეზიდენტის, დანიელ ნობოას მანქანას 500-მდე ადამიანი თავს დაესხა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესვრიან მოქალაქეები ქვებს ნობოას მანქანას.
შემთხვევა კანარის პროვინციაში მოხდა. მომხდარის გამო, უკვე დააკავეს ხუთი ადამიანი. ნობოას ოფისმა განაცხადა, რომ ყველა დაკავებულს ტერორიზმისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წაუყენებენ.
ეკვადორში დაძაბულობა დიზელზე სუბსიდიების გაუქმების გამო დაიწყო. მკვიდრი ხალხების კონფედერაციამ გაფიცვა 16 დღის წინ დაიწყო.
კომენტარები