თურქეთში ნარკოტიკების სავარაუდო მოხმარების ფაქტზე ცნობილი სახეების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 19 პირი, მათ შორის ცნობილი მომღერლები და მსახიობები სისხლის ანალიზის ასაღებად და ჩვენებების მისაცემად შესაბამის განყოფილებაში გადაყვანა.
სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ გამოძიება თურქეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ „ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების გამოყენების“ დანაშაულს ეხება.
ოფიციალური პირების განმარტებით, გამოძიება არ ითვალისწინებს დაკავების ორდერებს.
პროკურატურის მიერ წარმოდგენილ სიაში შედიან ცნობილი მომღერლები, მსახიობები, ტელეწამყვანები და სოციალური მედიის ინფლუენსერები. მათ შორისაა ზიინეტ სალი, კუბილაი აკა, ქაან ილდირიმი, მერთ იაზიჯიოღლუ, მეთინ აქდულგერი, ჯერენ მორაი, ოზგე ოზფირინჯი, ენგინ პოლატი, დილან პოლატი, დერენ ტალუ, ზეინეპ მერიჩ არალი და ბირჯე აქალაი .
მედიის ცნობით, გამოძიება წარიმართება ტოქსიკოლოგიური ანალიზების შედეგებსა და შემდგომ სამართლებრივიშეფასებების მიხედვით.