მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ დაჯგუფება „ჰამასთან“ მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება დაამტკიცა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციაც ისრაელური მედია ავრცელებს.
ახლა ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ღაზის სექტორში უკან, წინასწარ დათქმულ ხაზზე უნდა დაიხიოს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, „ჰამასი“ 72 საათში ყველა მძევალს გაათავისუფლებს.
„ეს ორი წელი ჩვენ ჩვენი სამხედრო მიზნების მიღწევისთვის ვომობდით. ამ მიზნებიდან მთავარი – მძევლების, ცოცხლების, თუ მკვდრების დაბრუნება იყო. ჩვენ ამ მიზანს თითქმის მივაღწიეთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც „ჰამასთან“ შეთანხმება დაამტკიცეს.
კომენტარები