კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების, ვლადიმერ გეგეშიძისა და კობა ტყეშელაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ზუგდიდის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს მისი დაცვის ქვეშ მყოფები ხვალ გადაწყვეტენ.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, 7 ათასი ლარი საკმაოდ მაღალი გირაოა და ამიტომ, ბრალდებულები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებენ. ზუგდიდის სასამართლომ კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულებისგან ხუთ პირს ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილსა და გრიგოლ ტყემალაძეს 7 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, ვლადიმერ გეგეშიძეს კი სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ბრალდებულებმა გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.
კომენტარები