ისრაელის პოლიციაში აცხადებენ, რომ 13 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
პოლიციის პრესსპიკერის თქმით, დონალდ ტრამპის ისრაელში ვიზიტის დროს ქვეყანაში ათასობით პოლიციელი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი და მოხალისე განლაგდება.
„გზები დაიკეტება და თვითმფრინავებს, მათ შორის დრონებს, ბენ გურიონის აეროპორტსა და იერუსალიმის თავზე ფრენა აეკრძალებათ“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელის პარლამენტის სპიკერმა დონალდ ტრამპი ქნესეთში სიტყვით გამოსვლისთვის ოფიციალურად მიიწვია.
კომენტარები