რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ღამით ოდესას შეუტიეს, იყო აფეთქებები. ქალაქში ნაწილობრივ შეწყდა წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება.
შეტევა დაახლოებით 00:30 საათზე დაიწყო და ოდესასა და მის შემოგარენზე 15-18 დრონით განხორციელდა. ოლქის ადმინისტრაციის უფროსმა მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებზე დარჩენისკენ მოუწოდა.
ინფორმაცია თავდასხმის შედეგების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.
კომენტარები