საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადადგომიდან სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ თანამდებობაზე ხელახლა დანიშნა.
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონი სებასტიან ლეკორნიუ პრემიერ-მინისტრად დანიშნა და მთავრობის ფორმირება დაავალა“, – აღნიშნულია ელისეს სასახლეს განცხადებაში.
ლეკორნუ ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნას ეთანხმება.
ულტრამემარჯვენე „ეროვნული კრების“ პრეზიდენტი ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ მისი პარტია დაუყოვნებლივ დაუჭერს მხარს „განწირული კოალიციის“ გაუქმებას.
„მაკრონს მხოლოდ მაკრონად ყოფნის გარდა სხვა არაფერი შეუძლია“, – აცხადებს „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ თანაპრეზიდენტი ჟან-ლუკ მელანშონი.
კომენტარები