რუსეთის არმია უკრაინის ჩერნიგოვის რეგიონში უპილოტო აპარატებით ენერგეტიკოსების ავტომობილს დაესხა თავს, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები.
დარტყმის შემდეგ, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო სალიკვიდაციო სამუშაოების დროს მეორე დარტყმა მოხდა, რომელმაც კომპანიის კუთვნილი კიდევ ერთი მანქანა გაანადგურა.
გავრცელებული ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა ასევე ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივ სახანძრო ბრიგადას, რომელიც დასახმარებლად მივიდა.
10 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა. კიევის, პოლტავას, ხარკოვისა და სუმის ოლქებში საგანგებო გათიშვის გრაფიკები და სპეციალური გრაფიკები შემოიღეს.
მედიის ცნობით, ბოლო ერთ დღეში ფრონტზე თითქმის 200 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მათ შორის 51 პოკროვსკის მიმართულებით.