ჩრდილოეთ კორეამ ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, „ჰვასონ 20“ წარადგინა.
ადგილობრივი მედიის თანახმად, რაკეტა სამხედროებმა მასშტაბურ სამხედრო აღლუმზე გამოიტანეს, რომელსაც ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინიც ესწრებოდა.
აღლუმი მმართველი „მუშათა პარტიის“ დაარსების 80 წლისთავს მიეძღვნა.
„ჰვასონის“ სერიის რაკეტებმა ჩრდილოეთ კორეას აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში ნებისმიერი ადგილის სამიზნეში ამოღების შესაძლებლობა მისცა.
დასავლური მედიის შეფასებით, რაკეტის წარდგენასთან ერთად კითხვები კვლავ რჩება სამიზნემდე მისაღწევად საჭირო მართვის სისტემის დახვეწილობასთან დაკავშირებით. ასევე გაურკვეველია, აქვს თუ არა გადატანილ ქობინს უნარი, გაუძლოს ატმოსფეროში ხელახლა შეღწევას.
კომენტარები