ზავის ამოქმედების შემდეგ, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ათეულობით მანქანა შევიდა.
ზავის მოქმედების ფარგლებში ისრაელმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება გაფართოვდება და ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებს შორის ორ მთავარ გზაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება ექნებათ. ყოველდღიურად ღაზაში ასობით სატვირთო მანქანა შემოვა, რომლებიც საკვებსა და სამედიცინო დახმარებას შეიტანენ.
ქალაქ ღაზაში ათი ათასობით ადამიანის დაბრუნების პარალელურად, ბულდოზერებმა ქალაქში ნანგრევების გაწმენდა დაიწყეს. ისრაელმა „ჰამასთან” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში პალესტინელი პატიმრების ორ ციხეში გადაყვანა დაიწყო მათ გათავისუფლებამდე.
ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრება.