შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე შეტაკებების შედეგად, 18 პოლიციელი და რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა.
აქციიდან გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ იყენებს პოლიცია წყლის ჭავლს დემონსტრანტების შესაჩერებლად. როგორც სამართალდამცავებმა განმარტეს, დემონსტრანტები სხვადასხვა საგანსა და აგურებს ისროდნენ.
შვეიცარიული მედიის ცნობით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა დაახლოებით 5 000 ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ.
ამასთან, პოლიციის ინფორმაციით, ბერნში საპროტესტო აქციის დროს 50-ზე მეტი ობიექტი დაზიანდა.
კომენტარები