დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება არ დაირღვევა, რადგან ხალხი ომით დაიღალა. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში მგზავრობისას გააკეთა.
„ომის დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით?!“ – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე.
დღეს ტრამპს ისრაელში ელიან, სადაც ის ქნესეთში სიტყვით გამოვა, შემდეგ კი ეგვიპტეში გაემგზავრება, სადაც ღაზის სექტორის საკითხზე გლობალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
კომენტარები