„ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული შვიდი მძევალი უკვე ისრაელში იმყოფება.
შესაბამის ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ.
გათავისუფლებულ მძევლებს წინასწარი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ რეიმის საველე ჰოსპიტალში, სადაც ისინი ოჯახის წევრებს შეხვდებიან. ამის შემდეგ მათ საავადმყოფოში გადაიყვანენ და ყოვლისმომცველი შემოწმება ჩაუტარდებათ.
„ჰამასის“ მებრძოლებმა მძევლები ღაზაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს გადასცეს, რომლებმაც ისინი ისრაელის სამხედროებს გადასცა.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ ტყვეობაში სულ 20 ცოცხალი მძევალი რჩებოდა. 13 მათგანი უახლოეს საათებში უნდა გათავისუფლდეს.
კომენტარები