აშშ-ის პრეზიდენტმა ეს კვლავ გააკეთა! მისი მიწვევით მე დავესწრები სამშვიდობო სამიტს შარმ ელ-შეიხში, სადაც აშშ-ს, კატარის, თურქეთისა და ეგვიპტის ლიდერები დღეს ხელს მოაწერენ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ორბანი წერს, ეს უზარმაზარი მიღწევაა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა მიაღწია ამას და ჩვენ თუ არ ავყვებით ომის მხარდამჭერ სირენებზე მოწოდებებს, ამას უკრაინაშიც გააკეთებს. ყველანაირი მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ ამისთვის. მიუხედავად გეოგრაფიისა, ზომისა თუ წონისა, არსებობს მშვიდობის მხარდამჭერთა გლობალური ქსელი, რომელიც ერთად, შეთანხმებულად მუშაობს ყველგან სიმშვიდისთვის, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთი, კავკასია თუ უკრაინა. უნგრეთი ამაყობს პროსამშვიდობო ქსელის წევრობით, საღადმოაზროვნე ხალხის ალიანსით“, – წერს ვიქტორ ორბანი.