სლოვაკეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად100-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას გამოცემა ABC Newsავრცელებს.
ინციდენტი სლოვაკეთის აღმოსავლეთ ნაწილში, როჟნიავის რაიონში მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო დახმარების მანქანები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მემანქანის შეცდომამ გამოიწვია, რომელმაც საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ჩქაროსნულ მატარებელს გზა არ დაუთმო.
კომენტარები