თუ რუსეთი იმდენად სულელი აღმოჩნდება, რომ ნატოს დაესხას თავს, ამის შედეგად გამოწვეული ომი სრულიად განსხვავებული იქნება იმ ომისგან, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს არასდროს მოხდება. მაგრამ თუ რუსეთი იმდენად სულელი იქნება, რომ ჩვენ დაგვესხას თავს, ეს იქნება ღია ომი რუსეთსა და ნატოს შორის“, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
„ეს ომი ბევრ მიზეზის გამო განსხვავებული იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტისგან – დეტალებზე ახლა ვერ ვისაუბრებ, რადგან არ გვინდა მათთვის ინფორმაციული უპირატესობის მიცემა, მაგრამ ეს ნამდვილად განსხვავებული იქნება“, – დასძინა მან.
კომენტარები
