იტალიაში, ვერონაში ორსართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად სამი კარაბინიერი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, კერძო სახლში, სადაც მანამდე აფეთქება მოხდა, დასახმარებლად პოლიციელები და მეხანძრე-მაშველები მივიდნენ, თუმცა აფეთქების ტალღამ შენობის ნგრევა გამოიწვია, რამაც სამი კარაბინიერი იმსხვერპლა, ათეულობით ჯარისკაცი და პოლიციელი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, დაშავებულთაგან ერთი ქალია. ვარაუდობენ, რომ აფეთქება სწორედ მისმა ქმედებებმა გამოიწვია.
კომენტარები