აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხუთშაბათს გამართავს სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სატელეფონო საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის გაიმართება ერთი დღით ადრე, ვიდრე ტრამპი თეთრ სახლში უმასპინძლებს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
ტრამპი და ზელენსკი განიხილავენ უკრაინისთვის Tomahawk-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას.
კომენტარები