უკრაინელებმა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში სპეცრაზმის დამატებითი ძალები შეიყვანეს. ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, ელიტარულმა დანაყოფებმა პოკროვსკში გარკვეულ ტერიტორიულ წარმატებებსაც მიაღწიეს და აცხადებენ, რომ ქალაქში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
პარალელურად, უკრაინული ანალიტიკური პორტალი „დიფ სთეითი“ წერს, რომ პოკროვსკში რუსმა სამხედროებმა წინ წაიწიეს.
კომენტარები
