აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ორი კვირის წინ ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და კრემლის ლიდერმა მას უკრაინაში ომის დასრულებაში დახმარება სთხოვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ტრამპის განცხადებით, პუტინმა მას უთხრა, რომ მას უკვე 10 წელია სურს ომის დასრულება, თუმცა არ გამოსდის.
„ორი კვირის წინ პუტინს ვესაუბრე, და მან მითხრა: „ჩვენ უკვე 10 წელია ვცდილობთ დავასრულოთ ომი და ვერ შევძელით. ამის მოგვარება შენ მოგიწევს“, – აღნიშნა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე დასძინა, რომ მას ათეულობით ასეთი საკითხის გადაწყვეტა ერთ საათში გაეროს დახმარების გარეშე შეეძლო.
კომენტარები
