აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიგერიას ყველანაირი დახმარების შეწყვეტითა და სამხედრო მოქმედებების განხორციელებით დაემუქრა.
აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.
„ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ დაუყოვნებლივ შეწყვეტს ნიგერიისთვის ყველანაირი დახმარების მიწოდებას. ჩვენ ნიგერიას ისეთ რაღაცებს გავუკეთებთ, რაც არ გაუხარდებათ. შესაძლოა, ახლა უკვე ამ შერცხვენილ ქვეყანაში იარაღით შევიდეთ, რათა სრულად გავანადგუროთ ტერორისტები, რომლებიც საშინელ სისასტიკეს სჩადიან. ამით ვაძლევ მითითებას ჩვენს ომის დეპარტამენტს, მოემზადოს შესაძლო მოქმედებისთვის. ჩვენ თუ თავს დავესხმებით, ეს იქნება სწრაფი, სასტიკი და სასიამოვნო, ისევე როგორც ტერორისტი ბანდიტები თავს ესხმიან ჩვენს ძვირფას ქრისტიანებს. ესენი ძვირფასი, შესანიშნავი ხალხი არიან, თავი დაანებეთ მათ. გაფრთხილება: ნიგერიის მთავრობამ უნდა იმოქმედოს სწრაფად, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის. ამას თუ არ გააკეთებენ, ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდიან“, – განაცხადა ტრამპმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
