აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა კენჭს აღარ იყრის, რითაც ასრულებს თავის პოლირიკურ კარიერას.
პელოსიმ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში სან-ფრანცისკოს თითქმის 40 წლის განმავლობაში წარმოადგენდა, თავისი გადაწყვეტილების შესახებ ხუთშაბათს გამოაცხადა.
„კონგრესში ხელახლა კენჭს აღარ ვიყრი. ჩემი გზავნილი ქალაქისთვის, რომელიც მიყვარს, ასეთია: სან-ფრანცისკო, გააცნობიერე შენი ძალა. ჩვენ შევქმენით ისტორია. ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს. ჩვენ ყოველთვის ლიდერები ვიყავით“, – აღნიშნა მან.
ნენსი პელოსი იყო პირველი ქალი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „დემოკრატიული პარტიის“ ფრაქციას პალატაში.
სპიკერის თანამდებობიდან ის 2023 წელს წავიდა, მაგრამ წარმომადგენელთა პალატაში მუშაობა გააგრძელა. ნოემბერში ის ხელახლა აირჩიეს მომდევნო ორწლიანი ვადით.
