დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები („ცაჰალი“) ავრცელებს.
„ცაჰალის“ ცნობით, ცხედარი თელ-ავივში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ინსტიტუტში იდენტიფიცირებისთვის გადაასვენეს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ცოცხალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ, „ჰამასს“ ისრაელისთვის 28 მძევლის ცხედარი უნდა გადაეცა. გადასაცემი რჩება კიდევ 5 ცხედარი.
კომენტარები
