თურქმენეთი აშშ-ს პრეფერენციის სახით კრიტიკულ მინერალებზე წვდომას ნებას დართავს. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ამერიკის სახდეპის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და თურქმენეთის ლიდერის სერდარ ბერდიმუჰამედოვის ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების დროს მიიღეს.
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქმენეთი განიხილავს შესაძლებლობას, ამერიკულ კომპანიებს პრეფერენციისა და შეღავათის რეჟიმში წვდომა მისცეს კრიტიკულ მინერალებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან ერთად, ტრამპმა და ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნეს, რომ თურქმენული ბუნებრივი აირის საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაცია საერთო სარგებლის მომტანი იქნება.
„მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანთან კასპიის ზღვის ფსკერის დელიმიტაციის პროცესი დასრულდება, თურქმენეთი აპირებს, ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის რეალიზაციის საკითხები განიხილოს“, – წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.
