აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი საფონდო ბირჟაზე უკანონოდ გამდიდრდა.
„ნენსი პელოსი, ბებერი პოლიტიკური ჯაგლაგი, რომელმაც ჩემი იმპიჩმენტი ორჯერ სცადა და დამარცხდა, საბოლოოდ „მიდის“. ის უკანონოდ გამდიდრდა საფონდო ბირჟის მეშვეობით, გაძარცვა ამერიკული საზოგადოება და ამერიკისთვის კატასტროფად იქცა. მიხარია, რომ ნენსი პელოსის მყრალი სუნი ქრება!!!“, – დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, 85 წლის პელოსიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
კომენტარები
