რუსეთთან მთავარი უთანხმოებაა, რომ მათ არ სურთ ომის შეჩერება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის დროს უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას განაცხადა.
„მათ, ორივეს, ეს ომი ძვირი უჯდებათ. ისინი ერთ კვირაში შვიდი ათას ჯარისკაცს კარგავენ. რუსები უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავენ. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ მოხდებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
თავს მხრივ, ორბანმა აღნიშნა, რომ სურს, დაეხმაროს ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას.
„2022 წელს აშშ-ის მთავრობის ზეწოლის გარეშე ევროპელები ხისტ პოზიციას არ დაიკავებდნენ, რაც მათ გააკეთეს. ევროპის დიდმა ქვეყნებმა უარი თქვეს მეტად ჩართული ყოფილიყვნენ, ისინი გზავნიდნენ ჰუმანიტარულ ტვირთებს. ზეწოლა მოდიოდა აშშ-ისგან, რომ ევროპაში ომის მომხრე პოზიცია მეტად ყოფილიყო. ეს ამ ისტორიის ფაქტია. ჩვენ უნდა აღვადგინოთ, რაც დაინგრა. აქ ვარ იმიტომ, რომ მაქსიმალურად დავეხმარო პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას. უდიდესი შეცდომა იქნა დაშვებული რამდენიმე წლის წინ“, – განაცხადა ორბანმა.
