აშშ-მა უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სანქციებისგან გაათავისუფლა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ორბანის თქმით, უნგრეთს ყველაზე იაფი ენერგეტიკული ფასები ექნება.
უნგრული მედიის შეფასებით, ეს ცხადყოფს, რომ ქვეყანა შეძლებს, გააგრძელოს რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვა.
ამასთან, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აშშ სრულად მოხსნის სანქციებს უნგრეთში „როსატომის“ მიერ დაპროექტებული „პაკშ 2“-ის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ.
ორბანმა კოსმოსური და სამხედრო ინდუსტრიების თანამშრომლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს უნგრეთს ყველაზე ყოვლისმომცველ თავდაცვით იარაღზე წვდომას მისცემს, რომელიც ადრე „ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იყო დაბლოკილი“.
