დაღესტანში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი მაჰაჩყალასა და იზბერბაშს შორის ჩამოვარდა, ის სავარაუდოდ კერძო სახლს დაეცა. არიან დაშავებულებიც.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია და იზბერბაშის საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაღესტნის მთავარი დირექტორატის პრესსამსახურმა განმარტა, რომ კერძო ვერტმფრენი ყარაბუდახკენტის რაიონის, სოფელ აჩი-სუში ჩამოვარდა. ვერტმფრენში 10-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მედია იუწყება, რომ ისინი სავარაუდოდ ტურისტები იყვნენ.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები
