აზერბაიჯანი „პატრიოტულ ომში გამარჯვების დღეს“ აღნიშნავს.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 2020 წლის 27 სექტემბერს ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო და 44-დღიანი ომის შემდეგ რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა.
საერთო ჯამში, აზერბაიჯანის არმიამ კონტროლს დაუქვემდებარა 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, ასევე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაღლეები აღდარას, მუროვდაგისა და ზანგილანის მიმართულებით.
ომში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 2 908 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
2020 წლის 10 ნოემბერს, რუსეთის შუამავლობით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ცეცხლის სრულ შეწყვეტას ითვალისწინებდა. სამმხრივ განცხადებაში ასევე ასახული იყო ქალბაჯარის, აღდამის და ლაჩინის რეგიონების აზერბაიჯანისთვის დაბრუნება. 2020 წლის 3 დეკემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „გამარჯვების დღის“ დაწესების შესახებ.
აზერბაიჯანში დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩავა.
