მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩასახლებულები პალესტინურ სოფლებს დაესხნენ თავს. შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულებს შორის არიან პალესტინელები, ისრაელელი და უცხოელი მოხალისეები, ისრაელის თავდაცვის ძალების რეზერვისტი, მედიკოსი და სააგენტო „როიტერსის“ ფოტოგრაფი.
თავდასხმა პალესტინურ სოფლებში – ბურინსა და ბეითაში მოხდა. დაშავებულებს შორისაა ბურინის მკვიდრი ბაშარ ეიდიც, რომლის სახლის მიმდებარე ტერიტორია ორი კვირის წინ სამხედრო ზონად გამოცხადდა. მაშინ მის დასახმარებლად მისული ისრაელელი მოხალისეები დააკავეს, ხოლო ორი ამერიკელი მოხალისე ქვეყნიდან გააძევეს.
კომენტარები
