ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყველაზე დიდი მარცხი ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანა იყო, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. როგორც ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ამერიკული ჯარების გაყვანა ავღანეთიდან საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილება იყო.
„ეს ნატოს ყველაზე დიდი მარცხია, მაგრამ ახლაც ვფიქრობ, რომ უამრავი ადამიანის ტკივილისა და ტანჯვის მიუხედავად, ავღანეთიდან გასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა მან.
კომენტარები
