თავდაცვის მინისტრი, ვიცე პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა – ინფორმაციას ამის თაობაზე თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
”სატელეფონო საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დღეს, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო. თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა. მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს და თურქ მოძმე ხალხს”-ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები
