ეს უკმაყოფილება ევროპის ქვეყნებში კიდევ უფრო გაიზრდება, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა Ipsos-ის კვლევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ის არასამართლიანი მიდგომები, რომელიც დასავლეთს აქვს კვლევის შედეგებში აისახა.
„ეს არასამართლიანი მიდგომები, საერთაშორისო კანონმდებლობის, სამართლის, სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული სამართლის და სასამართლო სისტემებში ასეთი უხეში ჩარევები გარე ძალების მიმართ ადრე თუ გვიან გამოიწვევს სწორედ ამ შედეგებს, რასაც ახლა მოსახლეობის 50% უჩივის. ეს უკმაყოფილება ევროპის ქვეყნებშიც კიდევ უფრო გაიზრდება. და რა თქმა უნდა, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყოველივე გამოიწვევს იმას, რომ რეალურ ფასეულობებთან დაბრუნებისაკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება ვიდრე უბრალოდ კვლევის ჩატარებაა და ვიდრე უბრალოდ მათ მიერ უკმაყოფილების გამოხატვაა“,- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
Ipsos-ის კვლევის მიხედვით, დასავლეთის ქვეყნების ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიის დონით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხეები დაემუქრება.
