ევრობიუროკრატიას საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს, რადგან მოიყვანოს ის მარიონეტული მთავრობა, რომელიც ყველაფერს უსიტყვოდ შეასრულებს, – განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე ისევ არსებობს.
„ვაფრთხილებ მოსახლეობას, არავის ეგონოს, რომ ომის საფრთხემ გადაიარა. ომის საფრთხე ჯერ ისევ დგას, საქართველოს ომში ჩართვა ჯერ ისევ აქტუალურია. ამის შესახებ ადრე უფრო გახსნილად საუბრობდნენ. ახლა მათი უპირველესი ამოცანაა ხელისუფლების შეცვლა, იციან, რომ დემოკრატიული მეთოდებით ამას ვერ მოახერხებენ და ძალადობრივ მეთოდებზე გადადიან. აფინანსებენ რადიკალიზმს, აქციებს, სხვადასხვა მედიასაშუალებას იმისათვის, რომ ხელისუფლება შეცვალონ, მოიყვანონ თავიანთი მარიონეტები, რომლებიც ყველა დაკვეთას უსიტყვოდ შეასრულებენ. ეს არის მათი რეალური ამოცანა და ეს არის ის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ სჯიან საქართველოს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
