აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CBS News-ის ქალ ჟურნალისტს “სულელი” უწოდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ვაშინგტონში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ კითხვა დაუსვა.
ეჭვმიტანილი რაჰმანულა ლაკანვალი, რომელმაც ეროვნული გვარდიის წევრი სარა ბეკსტრომი მოკლა, აშშ-ში ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 2021 წლის პროგრამით ჩავიდა.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ტრამპის განცხადება გააპროტესტა, თითქოს ბაიდენის ადმინისტრაციამ არასათანადოდ შეამოწმა აშშ-ში ჩამოყვანილი ავღანელი მოქალაქეები, აშშ-ის პრეზიდენტმა ჰკითხა მას: “სულელი ბრძანდებით?”. „იმიტომ, რომ ისინი ჩამოვიდნენ თვითმფრინავით ათასობით სხვა ადამიანთან ერთად, რომლებიც აქ არ უნდა იყვნენ და თქვენ უბრალოდ კითხვებს სვამთ, რადგან სულელი ადამიანი ხართ”.
კომენტარები
