უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროპა ცდილობს, გაყინული ფინანსური აქტივები უკრაინაში გადაიტანოს, რათა ფინანსური სარგებელი ნახოს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
„უნგრეთმა კარგად იცის ომის რეალური ფასი: მილიონობით ადამიანი დაიკარგა, თაობები დაზარალდნენ. ახლა ევროპა ცდილობს, გაყინული აქტივები უკრაინაში გადაიტანოს, რათა იარაღის მსხვილი გარიგებებიდან მოგება მიიღოს. არჩეულმა ლიდერებმა ხალხის ინტერესები უნდა დაიცვან!
ომისკენ მიმავალი გზა ოთხ ეტაპად ვითარდება: 1. დიპლომატიის დარღვევა; 2. სანქციები და სავაჭრო კავშირების გაწყვეტა; 3. სამხედრო სამსახური და ომის ეკონომიკა; 4. პირდაპირი დაპირისპირება.
ევროპელი ლიდერები კონტინენტს სახიფათოდ აახლოებენ მეოთხე ეტაპთან. უნგრეთი თავს შორს დაიჭერს და გააგრძელებს მშვიდობისთვის მტკიცედ დგომას, გამბედაობა და სიმტკიცე კი ჩვენს გზას გაუძღვება“, – წერს ორბანი.
