ნიგერიის მთავრობამ 100 გატაცებული მოსწავლის გათავისუფლება უზრუნველყო, – ინფორმაციას ადგილობრივი Channels TV ავრცელებს.
მათივე ცნობით, 21 ნოემბერს გატაცებული 100 მოსწავლე და 12 მასწავლებელი, რომლებიც შეიარაღებულმა პირებმა ნიგერის შტატის სოფელ პაპირიში, წმინდა მარიამის კათოლიკური პანსიონიდან გაიტაცეს, თავისუფლები არიან.
Channels TV-ს ინფორმაციით, 21 ნოემბერს თავდამსხმელებმა სულ 315 ადამიანი, 303 მოსწავლე, 12 მასწავლებელი გაიტაცეს. გატაცებიდან რამდენიმე საათში გაქცევა 50-მდე მოსწავლემ შეძლო, დანარჩენები კი ამ დრომდე დატყვევებულები იყვნენ.
კომენტარები
