ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, სუპერფინალური სერია “გოლდენ სტეიტ ვორიორზის” გამარჯვებით დასრულდა, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი ზაზა ფაჩულია გამოდის. NBA-ს საუკეთესო გუნდის წოდებისთვის, ფაჩულიას გუნდი გადამწყვეტ ბრძოლაში, ბოლო სამი წლის მსგავსად კვლავ “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა. სერიის მოსაგებად ოკლენდელებს მეხუთე მატჩის ჩატარება დასჭირდათ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ “ვორიორსმა” 129-120 მოიგო. მართალია ზაზას ბოლო მატჩში მოედანზე გატარებულ 10 წუთში ქულაც არ აუღია, თუმცა ის გუნდისთვის მთელი სეზონის განმავლობაში საჭირო მოთამაშე იყო და ჯერ რეგულარული პირველობის მოსაგებად, შემდეგ საბოლოო წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ კევინ დურანტი დასახელდა, რომელმაც სუპერფინალური სერიის ყველა შეხვედრაში, აქტივში 30-ზე მეტი ქულა ჩაიწერა.
ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონი გახდა
2017/06/13 10:18:20
ნანახია: 1524 ჯერ