BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმზე ონლაინგამოცემა For.ge-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, გია იაკობაშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“ ისაუბრა. როგორ ჟურნალისტმა აღნიშნა, ბევრ საერთაშორისო მედიაორგანიზაციას, სიმართლეს ისე ჭრიან და მერე ისე აგებენ, როგორც უნდა, მთავარია ვინ არის დამკვეთი.
„BBC-ის მიზანი იყო და დღესაც არის დესტაბილიზაციის შემოტანა, დუღილის ტემპერატურის აწევა, ადამიანების დაბნევა, ნიჰილიზმის დათესვა და საბოლოოდ სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა.
სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევას მრავალი წელია, ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პოლიტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ალბათ ამ სიბრტყეში უნდა განვიხილოთ BBC-ის ე. წ გამოძიება“, – აღნიშნა იაკობაშვილმა.
კომენტარები
