საერთაშორისო როკ- ფესტივალი, რომელიც თბილისში დღეს დაიწყო, სასულიერო პირების და მოქალაქეების ნაწილის კონცერტზე მისვლის შემდეგ ჩაიშალა.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა ვლად უნანიანციმ “ნეტგაზეთს” განუცხადა, კონცერტის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში იქ მოქალაქეების ჯგუფი მივიდა, რომლებსაც სასულიერო პირები მიუძღოდნენ.
“ისინი ორგიების მოწყობაში გვადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ამის უფლებას არ მოგცემენ. ამის შემდეგ შუქიც ჩაქრა”.
ფესტივალის ორგანიზატორი ამბობს, რომ პოლიციასაც გამოუძახეს, თუმცა დღევანდელი კონცერტი მაინც ჩაიშალა. ახლა ორგანიზატორები ბჭობენ ორდღიანი ფესტივალის ბედზე და ხვალინდელი კონცერტისთვის შესაფერის ადგილს ეძებენ.
საერთაშორისო როკ-ფესტივალში, Tbilisi JAM! Fest 2016, მონაწილეობის მისაღებად მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, მონაწილეობენ ქართველი ჯგუფებიც.
www.netgazeti.ge